Menu Close

რას ნიშნავს პირობითი ბრძანებები პროგრამირებაში?

კომპიუტერული პროგრამები შედგება ინსტრუქციებისგან, რომლებიც კომპიუტერს ეუბნება, თუ როგორ უნდა დაამუშავოს შეყვანილი მონაცემები და მიიღოს შედეგები. Minecraft–ში დაწერილი ასეთი ინსტრუქციების ამოქმედება  შიძლება მოვლენებით ან ბრძანებებით და ისინი განსაზღვრავენ, თუ რა მოქმედებები უნდა მოხდეს სამყაროში. პროგრამირებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუქციაა, თუ როდის უნდა შესრულდეს მოქმედება. ამისათვის ისეთ რამეს ვიყენებთ, რასაც პირობით ბრძანებებს (პირობითებს, Conditionals) ვეძახით. პირობითების გამოყენებისას ჩვენ ვადგენთ კონკრეტულ პირობას ან წესს, რომლის შესრულებაც აუცილებელია, ვიდრე ქმედება დაიწყება.
შეიძლება უკვე გსმენიათ ან გინახავთ IF THEN (თუ…, მაშინ…) და IF THEN ELSE (თუ…, მაშინ…, სხვა შემთხვევაში…) ბრძანებები. ვიდეოში ზუსტად 5 წუთში გაეცნობით რეალურად რა ლოგიკა დგას პირობითი ბრძანებების უკან, როგორ დავინახოთ ეს ლოგიკა ჩვენს რეალურ ცხოვრებაში და როგორ ვიყენებთ პირობითებს Minecraft-ში პროგრამირებისას.