Menu Close

Minecraft-ის ინსტრუქცია მშობლებისთვის

უფროსებისგან კოდინგტონში ასეთი ფრაზები გვესმის ხოლმე:

„მაინქრაფთის დაპიქსლებული ვიზუალი ძალიან უცნაურია (ძირითადად უარყოფით კონტექტსში :))“.
„ერთხელ ვცადე და ვერაფერი გავუგე“.
„ბავშვებს კი უყვართ, მაგრამ მე საერთოდ არ ვიცი რა თამაშია“.
…და ასე შეიძლება უსასრულოდ გაგრძელება. 

ჩვენი გამოცდილებით, ძალიან რთულია Minecraft-ის მომხიბვლელობის გაგება, თუ თავად არ ითამაშებ მასში და თავად არ ააშენებ შენს საოცნებო სახლს :).

ამიტომ გადავწყვიტეთ, მშობლებს შევთავაზოთ შესაძლებლობა, თავადაც გამოსცადონ ეს აპლიკაცია.

ჩვენ, მშობლები, ჩვენს შვილებს ვერასდროს ვაჯობებთ და მაინქრაფთის ექსპერტები ვერ გავხდებით. მაგრამ ამ ვირტუალურ სამყაროში ნამდვილად შეგვიძლია ჩვენი შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენა. ჩვენ შეგვიძლია კარგად გავიაზროთ, რა სარგებელი და რა გამოწვევები აქვს მაინქრაფტით გატაცებას და როგორ შეგვიძლია ბავშვების გართობა შემეცნებით პროცესად ვაქციოთ.

უყურეთ ამ ვიდეოებს და მიყევით თითოეულ ინსტრუქციას. სრული გამოცდილებისთვის დაგჭირდებათ დემო ანგარიში, რომლის მისაღებად შეავსეთ ამ სტატიის ბოლოს მოთავსებული ფორმა. ჩვენ საჭირო ინფორმაციას ელფოსტით გამოგიგზავნით.

1. ინსტალაცია

ყველაფერი აპლიკაციის ინსტალაციით იწყება. Minecraft-ის საგანმანათლებლო ვერსია Windows-ზეც მუშაობს და Mac-ზეც.

2. ნავიგაცია

პირველი, რაც დაინსტალირების შემდეგ უნდა გააკეთოთ, პროგრამაში ნავიგაცია უნდა ისწავლოთ. ალბათ გინახავთ, როგორ ლაღად მოძრაობენ ბავშვები ამ ვირტუალურ სივრცეში. თუ ამ ინსტრუქციას მიყვებით, აღმოაჩენთ, რომ ეს არც თუ ისე ძნელია 🙂

ამ ფაილის გადმოწერა დაგჭირდებათ.

3. შენება

ახლა კი შენების დრო დადგა. აქ მთავარი პროცესია და არა შედეგი. ჩვენი საოცნებო სახლი იდეალური უნდა იყოს, მაგრამ არა პირველივე ცდაზე :). Minecraft-ი შესაძლებლობას გვაძლევს, ვცადოთ ბევრჯერ, რაც არ მოგვეწონება, მოვანგრიოთ და თავიდან მივაშენოთ. საოცარი კი ის არის, რომ ყოველი შეცდომა ახალი ცოდნის წყაროა. შეიძლება სწორედ ამიტომ მოსწონთ ის ახალგაზრდებს.
[ეს სწორედ ის მომენტია, როცა დაპიქსელებულ გარემოს საბოლოოდ ეჩვევით 🙂 ]

4. ბონუსი

ბონუსად გთავაზობთ, შექმნათ თქვენი პირველი კოდი. პროგრამირება Minecraft-ში ადვილია 🤩

შეავსეთ ფორმა დემო ანგარიში მისაღებად

დამატებითი დეტალებისთვის შეგიძლიათ მოგვწეროთ ელფოსტით info@codington.ge ან Facebook-ზე.