Menu Close

პროგრამირება MINECRAFT-ით საფუძვლები

9-11 წლის მოსწავლეებისთვის

დაეხმარეთ თქვენს შვილს, განივითაროს მომავლის უნარები! დარეგისტრირდით ჩვენს ინოვაციურ კურსზე.

  • პროგრამირება ავითარებს გამოთვლით აზროვნებას
  • პროგრამირება ბავშებს ასწავლის პრობლემების გადაჭრას
  • პროგრამირება ზრდის შემოქმედებით თავდაჯერებულობას
  • პროგრამირება მოსწავლეებს ეხმარება STEM საგნებს უკეთ ათვისებაში

ეს თანამედროვე სამყაროს ყველაზე მოთხოვნადი უნარებია და მათ საფუძველი ადრეულ ასაკშივე ეყრება. ამიტომ ნუ დააყოვნებთ.

კურსი “პროგრამირება Minecraft-ით” შემუშავებულია Microsoft-ის სასწავლო პროგრამის საფუძველზე და დაფუძნებულია ამერიკის კომპიუტერული მეცნიერებების მასწავლებელთა ასოციაციის (CSTA) და განათლებაში ტექნოლოგიების საერთაშორისო საზოგადოების (ISTE) მიერ შემუშავებულ სტანდარტებზე, რომლებიც აშშ-ის თითქმის ყველა სკოლაშია დანერგილი.

The Computer Science Teachers Association (CSTA)
International Society for Technology in Education (ISTE)

ვისთვისაა კურსი?
კურსი განსაზღვრულია 9-11 წლის მოსწავლეებისთვის და არ საჭიროებს Minecraft-ის ან პროგრამირების წინასწარ ცოდნას.

კურსის სასწავლო მიზნები
კურსის მიზანია მოსწავლეებს გააცნოს პროგრამირება და მისი საფუძვლები: ალგორითმები, მიმდევრობა, ციკლები, პირობითი ბრძანებები, ოპერატორები, მოვლენები, ცვლადები და ფუნქციები.

მოდული 1
ალგორითმების, მიმდევრობების და ცილების გამოყენებით პროგრამირების სახალისო ამოცანების ამოხსნა, რომლების ფარგლებშიც მოსწავლეები გაეცნობიან სხვადასხვა ცხოველის ცხოვრებასა და გამოწვევებზე ინფორმაციას.

მოდული 2
კოდის დებაგინგის, პირობითი ბრძანებების, ოპერატორების და ციკლების სწავლა აგენტთან ერთად, რომელის მზის სისტემის პლანეტებზე აგროვებს მასალებს.

მოდული 3
ვმოგზაურობთ დროში პრეისტორიული დროიდან შორეული მომავლისკენ! დინოზავრების, რომაული აკვედუკების და ველური დასავლეთის გარემოცვაში ვსწავლობთ ცვლადების, მოვლენების, პირობითი ბრძანებების და ფუნქციები გამოყენებას.

სხვა კურსები

პროგრამირება Minecraft-ით

ასაკი: 12-15 წელი

კურსზე მოსწავლეები გაეცნობიან კომპიუტერული მეცნიერების საფუძვლებს, პროგრამირების ძირითად კონცეფციებს, ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს და კომპიუტერული აზროვნების უნარებს.