Menu Close

პროგრამირება MINECRAFT-ით

12-15 წლის მოსწავლეებისთვის

დაეხმარეთ თქვენს შვილს, განივითაროს მომავლის უნარები! დარეგისტრირდით ჩვენს ინოვაციურ კურსზე.

  • პროგრამირება ავითარებს გამოთვლით აზროვნებას
  • პროგრამირება ბავშებს ასწავლის პრობლემების გადაჭრას
  • პროგრამირება ზრდის შემოქმედებით თავდაჯერებულობას
  • პროგრამირება მოსწავლეებს ეხმარება STEM საგნებს უკეთ ათვისებაში

ეს თანამედროვე სამყაროს ყველაზე მოთხოვნადი უნარებია და მათ საფუძველი ადრეულ ასაკშივე ეყრება. ამიტომ ნუ დააყოვნებთ.

კურსი “პროგრამირება Minecraft-ით” შემუშავებულია Microsoft-ის სასწავლო პროგრამის საფუძველზე და დაფუძნებულია ამერიკის კომპიუტერული მეცნიერებების მასწავლებელთა ასოციაციის (CSTA) და განათლებაში ტექნოლოგიების საერთაშორისო საზოგადოების (ISTE) მიერ შემუშავებულ სტანდარტებზე, რომლებიც აშშ-ის თითქმის ყველა სკოლაშია დანერგილი.

The Computer Science Teachers Association (CSTA)
International Society for Technology in Education (ISTE)

პროგრამირება მაინკრაფტით 40 გაკვეთილისგან შედგება და მოიცავს კომპიუტერული მეცნიერებების ყველა ძირითად ასპექტს:

  • ალგორითმები და ალგორითმიზაცია;
  • ცვლადები;
  • მასივები;
  • მოვლენები;
  • პირობითი ბრძანებები;
  • ფუნქციები;
  • ხელოვნური ინტელექტის საფუძვლები.

პროგრამირება და მისი ძირითადი კონცეფციები ისწავლება შერეული მეთოდით, ფიზიკური და კომპიუტერული აქტივობების გამოყენებით. საათნახევრის განმავლობაში მხიარული და საინტერესო გამოწვევების დაძლევით მოსწავლე ყველა იმ უნარს გამოიმუშავებს, რაც XXI საუკუნეში გამოადგება.

რატომ მაინკრაფტი?

სწავლება მაშინაა შედეგიანი, როდესაც მაღალი ხარისხის სასწავლო მასალასთან ერთად ის ჩამთრევი და სახალისოა.

მაინკრაფტი ის სამყაროა, რომელსაც ბავშვები კარგად იცნობენ და ყოველთვის დიდი სიამოვნებით უბრუნდებიან. მაინკრაფტში ინტეგრირებული პროგრამირების გარემო კი ამ სამყაროს ინტერაქტიულ, მრავალფფუნქციურ და საინტერესო საგანმანათლებლო სივრცედ აქცევს.

პროგრამირების რა ენა ისწავლება მაინკრაფტით?

კურსის განმავლობაში მოსწავლეები ისწავლიან არა რომელიმე ენას, არამედ განივითარებენ იმ უნარებს, რომელიც არა მხოლოდ პროგრამირებაში, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებასა და სკოლისთვის მეცადინეობაში დაეხმარება.

მაინკრაფტით კოდინგის შესწავლისას მოსწავლეები პროგრამებს ბლოკების გამოყენებით შექმნიან. ეს არის ბლოკებზე დაფუძნებული ვიზუალური პროგრამირების ინსტრუმენტი, რომელიც ადვილად იკითხება და რთული სპეციფიური სტრუქტურების დამახსოვრება არ სჭირდება.

პროგრამირების შესწავლის ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი იმ უნარების განვითარებაა, რომლებიც მოსწავლეებს მომავალში გამოადგებათ. ზოგადად მაინკრაფტში პროგრამირება შესაძლებელია როგორც ბლოკის, ასევე, ჯავასკრიპტისა  და პითონის გამოყენებით.

რა უნარების განვითარებაზეა ორიენტირებული ეს კურსი?

პროგრამირების ძირითადი კონცეფციები, შემოქმედებითი და დიზაინ აზროვნება, ლოგიკური და კრიტიკული აზროვნება, სტრესის დაძლევის უნარი, ჯგუფური მუშაობის უნარები – ეს იმ უნარებისა მოკლე ჩამონათვალია, რაც კურსის განმავლობაში ისწავლება.

კურსის დეტალები

სხვა კურსები

საფუძვლები პროგრამირებაში Minecraft-ით

ასაკი: 9-11 წელი

კურსის მიზანია მოსწავლეებს გააცნოს პროგრამირების საფუძვლები ცხოველთა ჰაბიტატებში, დროში და პლანეტებზე მოგზაურობის გამოცდილებებით.

დიზაინ აზროვნება

ასაკი: 8+ წელი

კურსზე შეისწავლით პროდუქტის და სერვისის შექმნის კრეატიული პროცესს, როდესაც ადამიანი ივითარებს მომხმარებლის მიმართ ემპათიას, განსაზღვრავს პრობლემას, ქმნის ახალ იდეებს და პროტოტიპებს, იტერაციულად ამუშავებს გადაწყვეტას.